რამდენიმე წუთის წინ Tbilisi Open Air 2016-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც წლევანდელი ფესტივალის მონაწილეთა ვინაობა გახდა ცნობილი. 3 დღე, 3 სცენა და 40-ზე მეტი არტისტი 12 ქვეყნიდან – 3-დღიანი მუსიკალური ფესტივალი 29-31 ივლისს, ახალი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება.
წარმოგიდგენთ ფესტივალის “ლაინაფს”:
29 ივლისი: AIR, Skye & Ross from Morcheeba, Motorama, Kung Fu Junkie, DiHaj, Newcomer 2016, Adriatique, Nikakoi & TBA, Vako Key, Lasha Craft.
30 ივლისი: UNKLE, Steve Vai, Young Georgian Lolitaz, Backwarmer, Scarlet., Lelocity, ზურმუხტისფერი ბედის ორდენი, MAMM, Eko, Moodymann, Betoko, Henning Baer, Vako T, TU JI.
31 ივლისი: Damien Rice, Tricky presents Skilled Mechanics, Blue Foundation, Erekle Deisadze & Vinda Folio, Robi Kukhianidze & Ketato, CUTKILL & SHINING, Friendly Mosquito, Rezo Kiknadze, Paco Osuna, Dense & Pika, The Forest.
Tbilisi Open Air 2016-ზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 14 აპრილიდან დაიწყება, რომლის ფასიც 35-დან 120 ლარამდე მერყეობს…