ყოველ გაზაფხულს დაახლოებით 20 000 ლესბოსელი პლანეტის სხვადასხვა კუთხიდან კალიფორნიაში მოფრინავს, იმისათვის რომ 5 მხიარული დღე, მსოფლიოში ყველაზე დიდ არადტრადიციული ორიენტაციის მქონე ქალბატონების წვეულებაზე გაატაროს. ფესტივალი დინა (Dinah) უკვე ზედიზედ 26 წელია ტარდება.
რამდენიმე დღის განმავლობაში ქალაქ პალმ-სპრინგსში ეგრეთწოდებული სექსუალური უმცირესობა უმრავლესობად გადაიქცევა. წვეულებების უმეტესობა აუზზე იმართება, კონცერტები და სხვა გასართობი ღონისძიებები სასტუმრო ჰილტონში ტარდება, რომელიც თვითმხილველების თქმით ფესტივალის პერიოდში ნამდვილ ლესბოსურ ჰარამხანას ემსგავსება, ბიკინებში გამოწყობილი ათასობით გოგონა და მცირე რაოდენობით კაცები, რომლებიც ძირითადად მომსახურე პერსონალს წარმოადგენენ ან მოწვეული სტუმრები არიან.
ფესტივალის სახელწოდება მომდინარეობს გოლფ ტურნირიდან Dinah Shore რომელიც 1972 წლიდან პალმ სპრინგსში ტარდებოდა. ტურნირის აწ უკვე გარდაცვლილი დამაარსებელი დინა შორი თავად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი არ გახლდათ, თუმცა ტურნირი ძირითადად ლესბოსელებს იზიდავდა. დროთაგანმავლობაში სპორტსმენები LGBT საზოგადოებამ ჩაანაცვლა და 1990 წლიდან Dinah გახდა ისეთი როგორიც ის არის დღეს.