„ღმერთო, როგორ მტკივა.. მეყვარები სამუდამოდ“ – აშშ-ში მცხოვრები ნუცა ბუზალაძის ძმა გარდაცვლილი იპოვეს

0
1055

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას აქვეყნებს. როგორც ის Facebook-ზე წერს, მისი ძმა დათო აშშ-ში გარდაცვლილი იპოვეს.

ნუცა წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მასთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, რის გამოც წუხს და აღნიშნავს, რომ ეს ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება.

„დღეს ჩემი ყველაზე სიმპატიური ძმა დათო გარდაცვლილი იპოვეს მანქანაში ამერიკაში. ამაზე დიდი უბედურება ამაზე დიდი ტკივილი რა შეიძლება ადამიანმა იგრძნოს არ ვიცი თითქოს ჩემი გულის ნაწილიც გაყვა მას ასე ვგრძნობ. ჩემს თავს ვერ ვპატიობ იმ ფაქტს რომ ახლო ურთიერთობა არ მქონდა მასთან განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მაგრამ ისე მიყვარდა ყოველთვის ბავშვობიდან როგორც გულის ნაწილი, ძალიან მწყდება გული და ძალიან განვიცდი იმას რომ ფაქტიურად დაკარგული მქონდა მასთან ურთიერთობა რატომ მე თვითონაც ვერ ვხვდები.. ეს ტანჯვა გამყვება ცხოვრების ბოლომდე და ეს გულის ტკივილი რასაც დღეს ვგრძნობ არ გამინელდება არასდროს! დათო შენ ძალიან კარგი ძმა იყავი, კარგი მეგობარი, კარგი შვილი, კარგი მეუღლე კარგი მამა და შენი ქვეყნის დიდი პატრიოტი! მადლობა ამისთვის, მოგვენატრები ყველას და მაპატიე გთხოვ მაპატიე რომ დობა საერთოდ ვერ გაგიწიე. მიყვარხარ და მეყვარები მუდამ“, – წერს ნუცა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით მან დათო ბუზალაძესთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა და დაწერა:

„ღმერთო, როგორ მტკივა“.

გავრცელებული ინფორმაციით, დათო ბუზალაძეს ფილადელფიაში 11 დღის განმავლობაში ეძებდნენ და საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here