ეს არის პირველი ოსკარი უკრაინის ისტორიაში. ეს ჩემთვის პატივია, მაგრამ, ალბათ, პირველი რეჟისორი ვარ ისტორიაში, რომელიც იტყვის: “ნეტავ ეს ფილმი არ არსებობდეს“, – ეს განცხადება უკრაინელმა რეჟისორმა, მესტილავ ჩერნოვმა გააკეთა, რომლის ფილმმა – „20 დღე მარიუპოლში“ – საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ მიიღო.
„ამ ჯილდოს დავთმობდი, რუსეთი რომ არასდროს დასხმოდა თავს უკრაინას, არასდროს დაეკავებინა ჩვენი ქალაქები, არ დაეხოცა ათობით ათასი უკრაინელი, არ აეყვანა მძევლები“, – აღნიშნა უკრაინელმა რეჟისორმა.
მან სიტყვა დაასრულა სიტყვებით : „დიდება უკრაინას!“
საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში ასევე წარდგენილი იყო ფილმები: “ბობი ვაინი: ხალხის პრეზიდენტი”, “მარადიული მეხსიერება”, “4 ქალიშვილი“ და „ვეფხვის მოკვლა“.
ცნობისთვის, „ოსკარის“ რიგით 96-ე ცერემონია გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, წლის ფილმი კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერი“ გახდა, მას საერთო ჯამში 13 ნომინაცია ჰქონდა და 7 ოსკარი მიიღო. მათ შორის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და ადაპტირებული სცენარის კატეგორიებში. ჯილდოები გადაეცათ ასევე კილიან მერფისა და რობერტ დაუნი უმცროსს. აღსანიშნავია, რომ ორივე მსახიობისთვის ეს პირველი ოსკარის ჯილდოა.