მომღერალი ნინი ბრეგვაძე ამერიკული The Voice-ს ფინალისტებს შორის ვერ მოხვდა. მომღერალი სამწუხაროდ კონკურსს გამოეთიშა.
მასშტაბური მუსიკალური პროექტის ფინალისტების ვინაობა ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ნინი ბრეგვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და თავის მსმენელს გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის:
„მადლობა The Voice-ს ამ შესანიშნავი გამოცდილებისთვის! მადლობა ნაილ ჰორანს საუკეთესო მწვრთნელობისა და მეგობრობისთვის! მადლობა თითოეულ თქვენგანს სიყვარულისთვის. ჩემი კარიერა ახლა იწყება!“, – წერს ნინი ბრეგვაძე.