მომღერალ გურამიკო ლომიძისა და უკრაინელი მომღერლის, ივანა მელაის გოგონა, ელიზაბეტი შვიდი წლის გახდა.
გურამიკომ და ივანამ შვილის დაბადების დღე ჩიკაგოში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს.
შვიდი წლის იუბილეზე გურამიკომ ელიზაბეტი დისნეი ლენდში წაიყვანა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ ელიზაბეტს ზღაპრული დაბადების დღე ჰქონდა.
„ზღაპრული ფართი, მადლობა ჩემს ახლობლებს“, – წერს ივანა მელაი.