გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ პირადი ცხოვრების თაობაზე დასმულ კითხვებს პასუხობს.
განტვირთვისთვის დროის გამონახვას თუ ახერხებთ?
გიორგი ყიფშიძე:
ექვსი თვის განმავლობაში არც ერთი დღე არ „მიგულავია“. რამდენიმე დღის წინ პირველად წავედი ბარში. ცოლის დედას ვთხოვე, რომ ბავშვები დაეტოვებინა – ერთი კვირა დღე მაჩუქეთ, წავალ ჩემთვის-მეთქი (იცინის). როგორც იქნა, გავედი გარეთ, „ვიგულავე“ და ვიყავი ბედნიერი. რაღაც განსხვავებული მოხდა ამ 6 თვის განმავლობაში და განვიტვირთე.
ენისთან შერიგების შანსი არის?
მგონი, 6 თვეა, რაც ერთად აღარ ვართ, არანაირი შერიგება, დამთავრებული ამბავია.
ბავშვებთან დროის გადანაწილებას ახერხებთ?
არა, აქ პრობლემა გვაქვს. ვერ უვლის. ხანდახან მოდის ხოლმე. აღარ მინდა ამ თემაზე ჭორაობა.
როგორც ვიცით, ნატალია აქტიურადაა ჩართული პატარების გაზრდაში.
ნატალია – კი, ახლა ისიც დაკავებულია, მაგრამ როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, ძალიან მეხმარებოდა. კრისტისთანაც მყავდა ბავშვები მიყვანილი – გაგიჟდა, რა საყვარლები არიანო.
კრისტისთან მთელი ცხოვრებაა, ვმეგობრობ. ხომ გავცილდით, მაგრამ იმათ ოჯახში ყოველთვის თავისუფლად მივდივარ. ყოფილა მომენტი, როცა სხვა ცოლი მყოლია და როგორც სტუმარი, კრისტის ოჯახში დავრჩენილვარ კიდეც. რაღაც ოჯახური შერწყმა მოხდა, დავშორდით, მაგრამ ურთიერთობა არ დავკარგეთ, თან, საერთო განძი გვყავს – ნატალია.
მეორე მეუღლესთანაც მეგობრული ურთიერთობა გაქვთ?
არა, მანდ – ვერა. ვმეგობრობთ კი არა და მერიდება იქ გამოვჩნდე და დავენახო – ჩემი ბრალია ბევრი რამე და სერიოზულად ვარ დამნაშავე.
ინტერვიუ ვრცლად.