სალომე უშხვანი იუბილარი გახლდათ.
მან დაბადების დღე მეუღლესთან, ნიკო ქართველთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა.
სალომემ დაბადების დღეზე უამრავი მილოცვა და კომპლიმენტი მიიღო.
თავად კი სოციალურ ქსელში მეუღლეს მიმართა:
„პირველი დაბადების დღე შენთან ერთად. ბევრჯერ მითქვამს, ორი ადამიანის ურთიერთობას მესამე ვერ გაიგებს-მეთქი. ნეტავ, ჩემსავით გიყურებდეს ყველა, ჩემსავით ხედავდნენ, რამდენად მაღალი ხარ შენი ჰუმანურობით და ადამიანობით…“, – წერს სალომე ნიკოს შესახებ.