„პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონი დაიწყო. პროექტში თაია ჭიჭინაძის შესვლამ, რომელიც ნიკო ქართველის ყოფილი მეუღლეა, ნიკოსა და სალომეს მიმართ საზოგადოების ინტერესი ისევ გაზარდა.
თაიას რეალითი შოუში გაჟღერებულ ფრაზებს სალომეს გამომწერების კითხვებიც მოჰყვა, რასაც ის შემდეგნაირად პასუხობს:
„მეოთხე სეზონში მე და ნიკოც ვმონაწილეობთ, უბრალოდ, არ ვჩანვართ. მასზე (თაიაზე) მსგავსი საუბრები არ გვინდა, ვისაც როგორც სწორად მიაჩნია, ისე იქცევა. თავისი გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევს პროექტის მოსაგებად“… – ამბობს სალომე უშხვანი.