კინოსტუდია Disney-ის ახალი ფილმის, „დაწყევლილი სასახლის“ პრემიერა 26 ივლისს, თბილისში, Cavea გალერიაში გაიმართა. ფილმის ქართულ კინოგაქირავებაში მსოფლიო პრემიერაზე ერთი დღით ადრე ჩაეშვა.
კომედიური ჰორორის მოქმედება ნიუ-ორლეანში ვითარდება. მთავარი გმირი მცირეწლოვან შვილთან ერთად მოჩვენებებით დასახლებულ სახლში გადადის. დედა-შვილს სახლიდან ბოროტი ძალების განდევნაში ადგილობრივი მღვდელი, მეცნიერი, ექსტრასენსი და ისტორიკოსი ეხმარებიან.
სურათში ჰოლივუდის ვარსკვლავები თამაშობენ. როზარიო დოუსონი, ოუენ უილსონი, დენი დე ვიტო, ჯარედ ლეტო, ჯემი ლი კერტისი, ვაინონა რაიდერი – ეს ქასთის მხოლოდ ის ნაწილია, რომელთა გამოც ნამუშევარს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ფილმი სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულმა რეჟისორმა, ჯასტინ სიმენმა გადაიღო.
კავეა გალერიაში გამართულ პრემიერას ბევრი ცნობილი სახე დაესწრო და მაყურებელმა, „დაწყევლილ სასახლეს” დადებითი შეფასება მისცა.