რატომ დაშორდნენ გიორგი ყიფშიძე და ენი გასოევა – ენის პირველი კომენტარი

0
3628

გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ფოტოგრაფი ენი გასოევა „დღის პოსტში“ იმყოფებოდა სტუმრად.

ენიმ ისაუბრა, გახდა თუ არა 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობა გიორგისთან დაშორების მიზეზი.

„მე და გიორგი დაახლოებით ექვსი თვეა, რაც დავშორდით, მაგრამ დაშორების პროცესი ცოტა ადრე დაიწყო. არაფერი კონკრეტული არ მომხდარა. გარემო პირობები, სტრესი, პანდემიები. ყველაფერი დაგროვდა საბოლოო ჯამში და ვერ გავუმკლავდით“. – ამბობს ენი „დღის პოსტში“.

მისი თქმით, 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობა, არ ყოფილა მათი დაშორების მიზეზი.

ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს.. მიხედეთ, თქვენს ცხოვრებას – ლენუკა ყიფშიძე

ენიმ ასევე ისაუბრა მის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე, რომელსაც კრიტიკა მოჰყვა.

„ვიყავი „თბილისი ოფენ ეარზე“ 18 წლის მეგობართან ერთად. მთელი თბილისი იქ იყო. მეგობარი დავკოცნეთ ხუმრობით და პრესამ გამოაქვეყნა, რომ თურმე მკერდზე ვკოცნი ამ ჩემს 18 წლის მეგობარს, რაც ასე არ ყოფილა. ლენუკამაც დაწერა პოსტი, რომ ჩემი რძალი ენი აღარ არის, ჩემი ძმა დაშორდაო.

მე ვფიქრობ, ბევრ რამეს არ ვიმსახურებდი. ძალიან მიყვარს ნატალია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მეგობარია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა არაფრის დრო არ რჩება. ნატალია განზეა გამდგარი, არაფერში ერევა. რაც შეეხება ლენუკას, არაფერი მწყენია. ვისაც რა უნდა, ის პოზიცია დააფიქსიროს“ – ამბობს ენი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here