“ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი პრომო ინტერნეტში გამოჩნდა (ვიდეო)

0
58

“ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველი პრომო პროექტის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა. იქ მხოლოდ მონაწილეების ნაწილი ჩანს. პროექტი სტარტს 5 აპრილს აიღებს “იმედის“ ეთერში. მეგაშოუში უამრავი ცნობილი ადამიანი მონაწილეობს. ამ პრომოში, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ, ჩანან მომღერალი ლიზა ყენია, “მის საქართველო“, ნუკა ყარალაშვილი, ტელეწამყვანი და მსახიობი, ეკა ამირეჯიბი, მომღერალი ანდრია გველესიანი, მსახიობი დუტა სხირტლაძე და კიდევ რამდენიმე სახე.

პროექტს გოჩა ჩერტკოევი ხელმძღვანელობს, მტავარი ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძეა. “ცეკვების“ ამ სეზონს რამდენიმე მოცეკვავე უცხოეთიდან დაემატა. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ მეექვსე სეზონი ყველაზე მასშტაბური იქნება.

გაცხადდა წამყვანების ვინაობა – პროექტს ნანკა კალატოზიშვილთან ერთად კახა კინწურაშვილი და მანიკა ასათიანი გაუძღვებიან.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/dancingofficial/videos/839706449488724/” width=”580″ height=”580″ onlyvideo=”1″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here