ლენუკა ყიფშიძე სოციალურ ქსელში განხილვის თემად ქცეულ ვიდეოს ეხმაურება და წერს, რომ მისი ძმა, გიორგი ყიფშიძე მეუღლეს, ენი გასოევას დაშორებულია და ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
„ძალიან დიდი ინტერესი გაჩნდა ვიდეოზე. სახალხოდ ვიძახი, ამ ვიდეოზე, გთხოვთ, მე ნუ მწერთ. ჩემი ძმა გაშორებულია ცოლს და ყველას თავისი ცხოვრება აქვს. მიხედეთ, თქვენს ცხოვრებას, მაგრად გიჭირთ პირადში აშკარად,“ – წერს ლენუკა.
ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.