პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია 5 ივნისს იუბილარია. დღეს მისი ბედნიერების დღეც არის, საყვარელ მამაკაცზე ქორწინდება.
თათია შარანგიას დაბადების დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს მისი მომავალი მეუღლე ჯარჯი თორაძე.
„დღეს ჩემთვის დაიბადა ადამიანი – მადლობა უფალს, რომ ყველა გზა გაგვატარა და ერთმანეთს შეგვახვედრა!
გილოცავ, თათი და ვულოცავ ჩემს თავს, რომ მყავხარ და ჩემი ხარ და ჩემთვის ხარ!.. მიყვარხარ უკიდეგანოდ და უსასრულოდ!..“, – წერს ჯარჯი თორაძე.