სად შეხვდნენ ერთმანეთს ნინი შერმადინი და ნუკი კოშკელიშვილი – “თვალს ვერ ვაშორებდით…“

0
67

ნინი შერმადინმა ნიუ-იორკში ალბომის პრეზენტაცია გამართა Gatsby’s On The Bay-ში. პრეზენტაციას უამრავი ქართველი დაესწრო, მათ შორის იყვნენ ნუკი კოშკელიშვილი, მეუღლესთან, ბენჯი ჩეიმთან ერთად. ღონისძიების შემდეგ ნუკიმ საკუთარი შთაბეჭდილებები ნინის სოციალურ ქსელში საჯაროდ გაუზიარა.

“გუშინ ვიყავით მე და ბენი ნინის ახალი ალბომის პრეზენტაციაზე. საოცარი დრო ვატარეთ, ვიცეკვეთ, ვიმღერეთ და რაც მთავარია, დავტკბით ნინის შემოქმედებით!!! გილოცავ კიდევ ერთხელ!!! და ეს დასაწყისია!!! ბევრი წარმატება გელოდება, ძალიან მეამაყები და მიყვარხარ!!!!!

პ.ს გარდა იმისა რომ დაგვატკბო ტკბილი ხმით და მაგარი სიმღერებით, საოცარ “ვიდზეც“ იყო, თვალს ვერ ვაშორებდით, მაგარი გოგი ხარ, ბევრი წარმატება შენ!!!“ – წერს ნუკი სოციალურ ქსელში.

“როგორ მიყვარხარ მე შენ, ხომ კარგად იცი. ჩემო “კრასავიცა“ და ტკბილო“ – პასუხობს ნუკის მომღერალი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here