მომღერალი ზურა ხაჩიძე და მისი მეუღლე, ხათუნა ჟორდანია „მთავარი არხის“ ეთერში გადაცემას „მხოლოდ ლელასთან“ სტუმრობდნენ, სადაც ერთმანეთის შესახებ ისაუბრეს.
ზურა ხაჩიძე:
„რატომ ხათუნა? იმიტომ, რომ მასში ვიპოვე ადამიანი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი, ყოველ შემთხვევაში იმ წლებში, როდესაც გადავწყვიტე დავოჯახებულიყავი. მასში ბევრი რამ ვიპოვე, რაც ალბათ, მაკლდა და მჭირდებოდა.
გულწრფელად გიპასუხებ – მასში ვიპოვე პირველ რიგში, მეგობარი, ულამაზესი ქალი, და კარგი მრჩეველი“. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი ურთიერთობა“