ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი და მისი ცოლი მარიტა მელიქიშვილი გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდნენ სტუმრად, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიის შესახებ ისაუბრეს.
„რამდენჯერმე მქონდა შესაძლებლობა, რომ გიორგი გამეცნო სპექტაკლზე მაგრამ, სხვა გარემოში აღმოვჩნდით ერთად. ყველაფერი მომეწონა მისი, უფრო გამოხედვა… პატარაობიდანვე დიდ ადამიანებთან მომწონდა ურთიერთობა და ზუსტად გიორგისნაირი ადამიანი იყო ჩემს წარმოსახვაში. აუცილებლად უნდა ჰქონოდა წვერი, უნდა ყოფილიყო სიმპათიური, შარმიანი და განათლებული“, – ამბობს მარიტა.
გიორგი გასვიანის თქმით, მარიტამ მისი ცხოვრება შეცვალა და გაალამაზა.