მომღერალსა და ტელეწამყვანს ნინი ბადურაშვილს, რომელიც გუშინ, 27 დეკემბერს იუბილარი იყო, დაბადების დღე არაერთმა ცნობილმა სახემ, მეგობარმა და გულშემატკივარმა მიულოცა.
სხვადასხვა სახის ემოციურ მისალოც პოსტებს თავად მომღერალი ავრცელებს საკუთარ „ინსტაგრამ” გვერდზე.
როგორც ნინი ბადურაშვილის მიერ გავრცელებული კადრებიდან ჩანს, მომღერალს, რომელიც ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, კოლეგებმა ექსპრომტად შეუსრულეს დაბადების დღის მისალოცი სიმღერა.