თინა მახარაძე აქვეყნებს თავისი ძაღლის ფოტოს და მის მოკლე აღწერილობას, საიდანაც ირკვევა, რომ მისი ძაღლი უცნაურად, საკმაოდ “ადამიანურად“ იქცევა.
“საგონებელში ვარ ჩავარდნილი: ჩვენს ძაღლს რაც სჭირს, მაგას, ალბათ, არიელის სინდრომი უნდა დაერქვას. შეპყრობილია ადამიანად ქცევის დაუძლეველი სურვილით: ცდილობს,ჩვენსავით აკაკუნოს თათები ლეპტოპის კლავიატურაზე,ფეხებს ყოფს ჩემს ბათინკებში, მხართეძოზე წევს დივანზე, ცდილობს, შემოგვიძვრეს საწოლში და ბალიშზე დადოს თავი, დაცემინებისას თავს გვერდზე აბრუნებს, მისვამს ყავას დილაობით, გადაწყვიტა, რომ არ შეეფერება აივანთან მისთვის გამოყოფილი ადგილი და თუ ტუალეტში ვერ ახერხებს შემოძრომას, ზუსტად ტუალეტის კართან ისაქმებს, ხვრინავს, ახლა კიდე ჩემი კაშნე მოიხურა და ზემოდან დიმუს ხალათის ქამარი შემოიხვია ყელზე. დაგვხვდა ასე ავანგარდულად გამოწყობილი. წევს და უსმენს ჩილი გონსალესს. რითი დავეხმარო, არ ვიცი“ – აღნიშნავს სტატუსში თინა.