24-25 აგვისტოს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები” გაიმართება

0
265

24 აგვისტოს, 14 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი და კომპანია “არტ ალიანსის” დამფუძნებელი ნინა ცაგარელი.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ:

ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია),

ლესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია),

მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია),

საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია),

ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და

ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“.

ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან: ქალაქ თბილისის მერია , ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი .

ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“.

ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.

პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცეპტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, პირველის არხის ონლაინ-პლატფორმა „სცენა“. ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთუ „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here