მომღერალ ლევან კბილაშვილის დედა საზოგადოებას აქამდე უცნობ ვიდეოკადრებს უზიარებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ლევან კბილაშვილი და ლიზა ჩიჩუა ასრულებენ სიმღერას: „ოღონდ შენ გამიღიმე, და“.
ლევან კბილაშვილის დედა ვიდეოსთან ერთად ემოციურ ტექსტს აქვეყნებს:
„ეს პატარა გოგო ალბათ იცანით – ლიზა ჩიჩუაა, ეს „ჯენტლმენი“ კი ჩვენი ლევანიკო. აი, ასეთია ჩვენი „სიყვარულის“ ბიჭი – უხარია ყველას წარმატება.
არ ეშლება არსად და არავისთან არაფერი და მთავარი ის არის, რომ ის რასაც სცენაზე აკეთებს – ექსპრომტია, იმ წუთის გააზრებული და გადმოცემული. ალალი და მართალი. აი, ასეთია ჩვენი ბიჭი… ლევანო“, – წერს ლევან კბილაშვილის დედა.