სადღესასწაულო დღეებში რადიო ჰოლდინგ ფორტუნას არაერთი ვარსკვლავი სტუმრობს, ამჯერად სოფო გელოვანი მისი უახლესი სიმღერის რადიო პრემიერით გვესტუმრა. ოთარ ჭილაძის ლექსზე შემქნილი სიმღერა, ”ასე არასდროს” საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიწერა და სულ ახლახან იხილა დღის სინათლე. მომღერალმა აღნიშნა, რომ ახალი ნამუშევარი მისი რეპერტუარისგან სრულიად განსხვავებულ ჟანრშია.