19 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ პრემიერა გაიმართება. საპრემიერო სპექტაკლები, ასევე, 20, 23 და 24 დეკემბერს შედგება. სპექტაკლებში მონაწილეობას ოპერის თეატრის სოლისტები, მოწვეული მომღერლები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მიიღებს. ოპერის დამდგმელი რეჟისორი ვიქტორ გარსია სიერა გახლავთ, დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია იტალო გარსის ეკუთვნის, ხოლო კოსტუმები მადრიდში, Peris costumes-ის სამკერვალოში დამზადდა. სპექტაკლში ქართველი მეცო სოპრანო, ნინო სურგულაძე იღებს მონაწილეობას, რომელიც სანტუცას პარტიას ჩვენს თეატრში პირველად ასრულებს.
Home Uncategorized ქართველი მეცო სოპრანო, ნინო სურგულაძე დღეს პიეტრო მასკანის ოპერის “სოფლის ღირსებაში” მიიღებს...