თბილისის ღამის ცხოვრების მოყვარულებს კიდევ ერთი ახალი გასართობი სივრცე „ენთიქ ბარ“ შეემატათ

0
1875

თბილისის ღამის ცხოვრების მოყვარულებს კიდევ ერთი გასართობი ადგილი “ენთიქ ბარ” შეემატათ, რომელიც საკმაოდ გამორჩეული სივრცეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვინტაჟური გარემო უყვართ. ბარი მთლიანად ძველებური სტილის დიზაინით არის შექმნილი. იქ მისულ სტუმრებს კი შესაძლებლობა ექნებათ, როგორც გამორჩეული საღამოებით დატკბნენ, ასევე დააგემოვნონ გემრიელი კოქტეილები და ქართულ-იტალიური სამზარეულო.