როგორც უკვე იცით, პლანეტის ყველაზე მასშტაბური სიმღერის კონკურსის, საბავშვო ევროვიზიის, ერთ-ერთი წამყვანი მომღერალი, ელენე კალანდაძე გახლდათ. მან ეს რთული და საპასუხისმგებლო მისია საკმაოდ კარგად შეასრულა, თუმცა, ალბათ, ყველა თქვენგანს გაინტერესებთ, რა ხდებოდა შიდა სამზარეულოში, როგორ მიდიოდა მომზადების პროცესი და საერთოდ, იყო თუ არა რაიმე ხარვეზები, რაც მაყურებელმა ვერ შეამჩნია. საინტერესოა ისიც, როგორ გახდა ელენე ამ დიდი შოუს მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ყველაფერზე თავად მომღერალი ჩვენს კამერებთან საუბრობს.