თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის, ოლდიკო ენიეიდის ფილმის ჩვენებით გაიხსნა

0
1612

ფილმი, “სულისა და სხეულის შესახებ” (on body and soul) , ევროპული კინოაკადემიის ჯილდოსა და „ოსკარზეა“ წარდგენილი. ის უკვე ორი მთავარი ჯილდოს მფლობელიც გახლავთ. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე “სულისა და სხეულის შესახებ” მთავარი ჯილდოს – “ოქროს დათვის” მფლობელი გახდა და ასევე, გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე, “საუკეთესო ფილმის” ნომინაციაში. სწორედ უნგრეთი არის ფესტივალის წლევანდელი “ქვეყანა ფოკუსში”. კინოფესტივალის გახსნას კი დაესწრნენ უნგრეთის კულტურის მინისტრი და დელეგაცია. საქართველოში უკვე დაიწყო უნგრეთის კულტურის დღეები, რის ფარგლებშიც საზოგადოებას მიეცემა შანსი იხილოს უნგრული ფილმების რეტროსპექტივა. კინოფესტივალზე ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს საერთაშორისო კონკურსი წარმოადგენს. ტრადიციულად, საუკეთესო ფილმი “ოქროს პრომეთეს” მფლობელი გახდება, ხოლო საუკეთესო რეჟისურა “ვერცხლის პრომეთეთი” დაჯილდოვდება. საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს. ჟიურის თავმჯდომარე ბრიტანელი რეჟისორი, უბერტო პაზოლინია, ქართველი ჟიურის წევრი კი ლიტერატურმცოდნე და მსახიობი, ლაშა ბაქრაძე გახლავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here