ვერიკო ტურაშვილმა და თემო საჯაიამ დუეტი ჩაწერეს

0
1824

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას, „არტ fm-ს“, ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია სტუმრობდნენ. მომღერლებმა ახალი სიმღერის პრემიერაზე ისაუბრეს, რომლის აუდიო ვერსია გაზაფხულზე ჩაიწერა, თუმცა, მსმენელმა სულ ცოტა ხნის წინ მოისმინა. სიმღერის სახელწოდებაა „თოვს“ მუსიკის და ტექსტის ავტორი თავად თემო საჯაია გახლავთ. ჩაიწერა სანო სტუდიაში, არანჟირების ავტორები კი მუსიკოსები: ლევან დეისაძე, უჩა მეტრეველი, ზაზა ცერცვაძე და პაატა ანდრიაძე არიან. სიმღერაზე უკვე კლიპიც გადაიღეს, რომლის რეჟისორიც ანრი ჯოხაძე გახლავთ. კლიპს ქართველი მსმენელი სულ ცოტა ხანში იხილავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here