პლანეტის ყველაზე მასშტაბური სიმღერის კონკურსის საბავშვო ვერსია წელს უკვე მე-15-დ ჩატარდა. საქართველოს კი წილად ხვდა პატივი, ემასპინძლა საბავშვო ევროვიზიისთვის. თბილისის ოლიმპიური სასახლის სცენაზე 16 ქვეყნის წარმომადგენელს გავეცანით, რომლებიც საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოდნენ. კონკურსი გრანდიოზული შოუთი გაიხსნა, მაყურებელმა შარშანდელი გამარჯვებული მარიამ მამადაშვილი იხილა, რომელმაც მსმენელს კიდევ ერთხელ სიმღერა „მზეო“ შესთავაზა. საქართველოს წარმომადგენელი წელს გრიგოლ ყიფშიძე გახლდათ სიმღერით „გულის ხმა“, რომელიც თავისი არაჩვეულებრივი შესრულებით ყველასგან გამოირჩეოდა. სიამაყით გეტყვით, რომ მან მოწინავე მე-2 ადგილი 185 ქულით დაიკავა და გამარჯვებულს სულ რაღაც 3 ქულით ჩამორჩა. საბავშვო ევროვიზიის 2017 წლის გამარჯვებული კი რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი 188 ქულით გახდა.