ნოდიკო ტატიშვილისა და სალომე ბაკურაძის ახალმა კლიპმა, “ერთხელ წვიმიან ქალაქში” მსმენელისგან დიდი მოწონება დაიმსახურა. კლიპის ტელეპრემიერის შემდგომ მომღერლები ორმაგად ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ, თუმცა როგორც ისინი ამბობენ, ეს მათ ძალიან ახარებთ. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მსმენელმა ერთხმად აღიარა, რომ კლიპი მათ ძალიან მოეწონათ. ვიდეოს იუთუბზე ატვირთვის მომენტიდანვე, ის ყველაზე ტრენდულ ვიდეოებს შორის მოხვდა, რომელსაც დღეს ათი ათასზე მეტი ნახვა აქვს. ნოდიკო და სალომე რადიო-ჰოლდინგ ფორტუნაში თათა სადრაძის გადაცემას, “Art fm-ს” სტუმრობდნენ, სადაც სწორედ კლიპის შემდგომ მოვლენებზე და მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. რა თქმა უნდა, ისინი არც ჩვენ დავტოვეთ უყურადღებოდ და გთავაზობთ მათ ინტერვიუებს.