ბევრს მსჯელობენ, არსებობს თუ არა ქართული შოუბიზნესი, თუმცა ნოდიკო და სალომე ის მომღერლები არიან, რომლებიც მსმენელს მუდმივად სიახლეებით ანებივრებენ. სწორედ ახალი კლიპის პრემიერისთვის მათი მეგობრები, კოლეგები და მედია სივრცის წარმომადგენლები კინოთეატრ ამირანში შეკრიბეს. კლიპის სცენარი საკმაოდ ინტრიგნულია. მთავარ როლებს, რა თქმა უნდა, თავად მომღერლები, სალომე და ნოდიკო ასრულებენ. ამ შემთხვევაში, მათ შეყვარებულების როლის მორგება მოუწიათ.