Tbilisi fashion week-ის მე-16 სეზონის style icon – ელენე ახვლედიანი

0
1978

ქართველი მხატვარი – ქალბატონი ელენე ახვლედიანი, რომელმაც ეპოქასთან ერთად საოცარი ჩაცმის სტილი შექმნა. მამაკაცური სამოსი, თავისი ჰალსტუხით, ქუდებით, ფართე, თავისუფალი შარვლები, პიჯაკები და დიდი ზომის პალტოები. სტილი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალურობას, არის მოდური, ამასთან ქალური და მიმზიდველი. ის გასული საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქალბატონი გახლდათ, თუმცა მას რომ ჩვენს თანამედროვეობაში ეცხოვრა, დარწმუნებულები ვართ, რომ ის ძალზედ პოპულარი იქნებოდა და არაერთი მოდური ჟურნალის გარეკანს დაამშვენებდა. უკვე მესამე სეზონია თბილისის მოდის კვირეული ქართველ გამორჩეულ ქალბატონებს ეძღვნება, რომლებმაც ქართულ კულტურაში წარუშლელი კვალი დატოვეს და, აგრეთვე, განსაკუთრებული სახე და სტილი შექმნეს. წლევანდელი style icon-ი კი ელენე ახვლედიანი გახლდათ. ღონისძიების მესვეურებმა მისადამი მიძღვნილი საღამო ლეღვთახევში გამართეს. პერფომანსის დამდგმელი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი გახლდათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here