საქართველოში ჯაზური მოძრაობები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო, გააქტიურდა 70-იან წლებში, ხოლო 80-იან წლებში ფესტივალები ჩატარდა, რომლებმაც ჯაზის მოყვარულებზე წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა, განსაკუთრებით აღსანიშნავია სენსაციური ფესტივალი 1989 წელს, რომელმაც ერთდროულად რვა ამერიკული ანსამბლი შეკრიბა და თითოეულ მათგანში ლეგენდარულ შემსრულებლებს მოუყარა თავი. ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, სადაც მსგავსი ტიპის მასშტაბურ ფესტივალს ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ, თბილისი დღემდე რჩება მსოფლიო დონის ჯაზ-შემსრულებლების შეკრების უცვლელ ადგილად.
Home Uncategorized თბილისის რიგით მე-20, საიუბილეო ჯაზ-ფესტივალი და მზადება მსოფლიო მუსიკოსების მოლოდინში