“მზის სადარო”, “სიტყვა მახვილი”, “ერთ რამეს გეტყვი”, ”მონატრება”, ”დილის სხივი“ – ეს იმ სიმღერების არასრული ჩამონათვალია, რომელიც კომპოზიტორ ნათია ზეინკლიშვილს ეკუთვნის და მას არაერთი ცნობილი ქართველი შემსრულებელი ასრულებს. კომპოზიტორმა ყველა მის ცნობილ ჰიტს ერთ ალბომში მოუყარა თავი და პრეზენტაციაზე მიგვიწვია.