გასულ კვირას სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავდნენ მომღერალ აჩი ფურცელაძის განცხადებას, რომელიც მან ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში გააკეთა. ქართველი და რუსი ქალების შესახებ ნათქვამი სიტყვების გამო, მომღერალმა თანამემულე მანდილოსნებისგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა. ჩვენ აჩის ერთ-ერთ გადაღებაზე შევხვდით და ამ ყველაფერზე კომენტარის გაკეთებაც ვთხოვეთ.