“Elite Model Look Georgia-ს” ნაციონალური კასტინგის შემდეგ, სამოდელო სააგენტო “IC Model Management-მა” 30 მონაწილე შეარჩია. არჩევანი მარტივი არ ყოფილა, რადგან პრესტიჟულ პროფესიულ საერთაშორისო სამოდელო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 500-მდე ახალგაზრდამ გამოთქვა. დღეს უკვე მონაწილეები ფინალური წარმოდგენისთვის ემზადებიან.