თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2017 იწყება. ამასთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც წარმომადგენლებმა პროგრამისა და ზოგადად ფესტივალის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას, თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი უძღვებოდნენ. შეგახსენებთ, რომ ფესტივალი 2009 წელს დაფუძნდა ქალაქ თბილისის მერიის მიერ, რომლის მიზანია, თბილისის კულტურისა და მისი განსაკუთრებული შემოქმედებითი ატმოსფეროს პოპულარიზაცია.