მეორე დღეა, კახი კალაძის კედები სოცქსელებში ყველაზე მეტად სალაპარაკო თემაა. კახი გემოვნებიან ჩამცმელად არის აღიარებული, თუმცა რამდენიმეჯერ მოდის ზედმეტი მიმდევრობისთვის საქართველოში გააკრიტიკეს კიდეც. მაგალითად მაშინ, როდესაც მოკლე წითელი შარვალი ეცვა. ახლა კი კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ოფიციალურ შეხვედრაზე “ვეფხვისებრი“ კედებით გამოცხადდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა მისი ფოტო გააზიარა და დაწერა: “ვიცეპრემიერისა და ენერგეტიკის მინისტრის კედები <3“. ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ ზოგადად, კახის ჩაცმულობა მოსწონს, თუმცა ამ ფოტოზე ასახული მისი ჩაცმულობა ოფიციალური მიღებისთვის უცნაურია და არ უნახავს არც ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც მიღებაზე კედები აცვია. მოგვიანებით, ნანუკამ აღნიშნა, რომ საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული სათაური, რომ მან კახი კალაძეს დასცინა, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციაა: “მძულს დაცინვა. ვინც არ უნდა იყოს ის. გასაგებია, რომ სკანდალს ეძებთ… მე ვის ჩაცმულობაზე ვსაუბრობ? smile emoticon მე შოს წამყვანი ვარ. რაც უფრო მეტად ისაუბრებენ ჩემს ჩაცმულობაზე, მით უფრო კარგი ჩემთვის და გადაცემისთვის. მიუხედავად ამისა ყოველთვის მიხუმრია საკუთარ ჩაცმულობაზე:) იუმორი გადაგვარჩენს:) ვიცე-პრემიერი სხვა სტატუსია. ფეხზე ვეფხვები არ უხდება ოფიციალურ შეხვედრას. მოვისმინე მოსაზრებები, რომ ევროპა თუ გვინდა?.. რა უცნარად გვესმის ეს ევროპა კაცო… ევროპაში dress code -ი უმნიშვნელოვანესია. როცა ოფიციალური პირი ხარ, თორემ მოქალაქე კალაძეს ძაან მაგარი კედები აცვია. რა შუაშია ნაცი-ქოცი. ადამიანებო, საჯარო პირებს ყოველთვის გააკრიტიკებენ "ვეფხვებისთვის“ , ან "ბესელკებისთვის“ ყველა ქვეყანაში…“ სხვა კომენტარებსაც გადავხედოთ: "მოდაშია თუ უხდება?!“, "მსოფლიოს საუკეთესოდ ჩაცმულ მამაკაცთა ოცეულში კი შედის და ჩააწყო ნეტავ?“, "და რა არის ამ კედებში უცნაური? დრესკოდი ვინ დაადგინა?“, "ბრენდები კი აცვია, მაგრამ მაგრად ჩაცმა ადგილისთვის ადეკვატურ ჩაცმასაც გულისხმობს…“, "არა აქვს მნიშვნელობა, რას ცაიცვამს, საქმეში შეედავეთ და არა ჩაცმაში, "ტეხავს“. [gallery link="file" ids="13211,13212,13210"]