ცხოვრების ჯანსაღი წესი – ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს მას. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ჟურნალი Hello ამ მნიშვნელოვან თემას თავის ახალ ნომერს უძღვნის, სადაც მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების კორიანტელი იქნება თავმოყრილი. სწორედ ამიტომ, წარმატებული ქართველი ქალბატონებისთვის ივენთი მოაწყვეს, სადაც თითოეულ მათგანს კომბინირებული პროექტი შესთავზეს.