სოფო ბედია ამბობს, რომ 14 არაპრეტენზიული სიმღერა აქვს ჩაწერილი. თუმცა ალბომის გამოშვებაზე თავს იკავებს, რადგან მის play list-ში სურს, რომ სხვა ჟანრის ნამუშევრებიც იყოს წარმოდგენილი. უნდა, რომ მსმენელს ისეთი სიმღერები შესთავაზოს, რომელიც ყველა თაობაზე იქნება მორგებული. სამომავლოდ სოლო კონცერტის გამართვას გეგმავს, თავისი ორკესტრითა და ჩაცმულობით. სურვილი იმდენად დიდი აქვს, რომ ხშირად წარმოუდგენია, როგორ დგას სცენაზე და ამ ყველაფერს სიზმარშიც ხშირად ხედავს. სოფოს წინა ქორწინებიდან შვილი ჰყავს, რომელსაც მიშა მესხთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. მომღერალი ამბობს, რომ ამ მხრივ ძალიან გაუმართლა. პირველმა ქორწინებამ 5 წელიწადს გასტანა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მეოჯახეა, ვერ შეძლო ძველი ურთიერთობის შენარჩუნება. ახალი სიყვარული კი დაშორებიდან ძალიან მალე ეწვია. ამბობს, ის რომ დღეს ბედნიერია, მიშას დამსახურებაა. ხოლო საინტერესოა რას უკრძალავს სოფოს მეუღლე?