საქართველო ის ქვეყანაა, სადაც დიდი ხნის მანძილზე უცხო ქვეყნიდან შემოტანილი სამოსი უფრო იყიდებოდა, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში დამზადებული. საბედნიეროდ ბოლო პერიოდში ხშირად ვიხილავთ მარკებს წარწერით „დამზადებულია საქართველოში“. სწორედ ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებულია საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“, რომელიც მომხმარებელს ხარისხიან, ნატურალური ქსოვილით დამზადებულ და მოდურ ტანსაცმელს სთავაზობს, მრავალფეროვანი ასორტიმენტით.