იმედია ყველა ვთანხმდებით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს და ის არა საკუთრივ ჩვენი რესურსებიდან, არამედ გარემოსგან მომდინარეობს, რითაც არა მხოლოდ შშმ პირთა თემი, არამედ მთლიანი საზოგადოება ზარალდება. სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი პირობა კი სტერეოტიპები, ირგვლივ მყოფთა ნეგატიური დამოკიდებულება, ინფორმაციის ნაკლებობა და საზოგადოების არასწორი შეხედულებებია. ფონდი „იავნანა“ შეუერთდა ანტი-სტიგმა კამპანიას „დაინახე ყველაფერი“, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების დამოკიდებულების, ქცევის ნორმების შეცვლას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ, სტიგმის შემცირებას. 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში, „იავნანას“ ეგიდით საქველმოქმედო კონცერტი, პიანისტმა დავით ალადაშვილმა გამარათა, რომელიც აღნიშნულ კამპანიას მიეძღვნა.
Home Uncategorized დათუნა ალადაშვილის პირველი სოლო კონცერტი საქართველოში ფონდ “იავნანას“ ეგიდით გაიმართა