თავდაპირველად გვეგონა თავი მხატვრის სახელოსნოში ამოვყავით, თუმცა მარჯვნივ რომ გავიხედეთ, ფორტეპიანო შევნიშნეთ და ვიფიქრეთ ახლომახლოს, სადმე პიანისტს დავინახავდით. არც ამჯერად აღმოვჩნდით მართლები და მივხვდით ეს ყველაფერი, რაც ერთ დიდ არტშია გაეთიანებული, ფრანგულ ბრენდს Eisenberg Paris უკავშირდება. საქართველოში მისი შემოსვლის ექსკლუზიური პატივი, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელ „ლუტეციას“ აგერ უკვე სამი წელია ერგო. იმისათვის, რომ უფრო ახლოს გავეცნოთ ბრენდის კონცეფციას, მისი შექმნის ისტორიას და პროდუქტებს, „ლუტეციამ“ ჟურნალისტები Eisenberg Paris წარმომადგენელს, ჟან ლუკ ტრონიონს შეახვედრა. Eisenberg-ის დღეებთან დაკავშირებით, მომხმარებელს ლუტეციას ყველა ფილიალში 18 ,19, 20 მაისს ბრენდის სრულ სპექტრზე 40 %-იანი ფასდაკლება ელოდება.
Home Uncategorized “ლუტეცია“ ფრანგული ბრენდის – EISENBERG PARIS -ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში