ცნობილი ქართველი პიანისტი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, დავით ალადაშვილი ფონდ „იავანანას“ ეგიდით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო კონცერტს გამართავს. “იავნანა“ უერთდება გაეროს ბავშვთა ფონდის “იუნისეფის“ ანტი-სტიგმა კამპანიას “დაინახე ყველაფერი“, რომლის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტიგმის დაძლევა, ამ ბავშვების თვითრეალიზაციის ხელისშეწყობა, მათი უნარების გამოვლენა და უფლებების პატივისცემა.
ვისთან აწყვილებენ დათუნა ალადაშვილს და “იავნანას“ ეგიდით დაგეგმილი კონცერტი




