10 წლის მანძილზე შეძენილი გამოცდილების, დიდი ძალისხმევისა და ნარდის მოყვარულთა წრეებში მოპოვებულია ვტორიტეტის შედეგად, დღეს საქართველო სამი მნიშვნელოვანი ტურნირის ორგანიზატორია. ესენია – გოგი ბუკიას ღია მემორიალი, საერთაშორისო მედიატურნირი და მსოფლიო თასის გათამაშება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და რეიტინგული ტურნირია მსოფლიოში, მონტე კარლოს მსოფლიო ჩემპიონატთან ერთად. ყველა ამ ტურნირებს ორგანიზებას უწევს საქართველოს ნარდის კლუბი, ნარდის მსოფლიო და საქართველოს ეროვნულ ფედერაციასთან ერთად.
საქართველო ნარდის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს




