თბილისი – აღმოსავლეთ ევროპის მოდის მექა – სწორედ ასე შეაფასა ჟურნალმა “Forbes”, გასულ სეზონზე ჩატარებული Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi. წელსაც, 4-დან 8 მაისის ჩათვლით, თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 2017-2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციების შესაფასებლად, მოდის მოყვარულები, კრიტიკოსები, ბაერები, ბლოგერები თუ საერთაშორისო მედიის წარმოამდგენლები, ერთ სივრცეში მოიყრიან თავს. სეზონი გამორჩევა ექსპოზიციებით და შოუების განსაკუთრებული მრავალფეროვნებით. 42 ქართველი და უცხოელი დიზაინერი, თავიანთი ჩანაფიქრის გადმოსაცემად, სხვადასხვა სახელოვნებო ენას გამოიყენებს.
Home Uncategorized Mercedes-Benz Fashion Week თბილისი დაიწყო – სპეციალური სტუმარი დიზაინერი ხუან კარლოს პაჰარესი