ჩრდილი მუდამ მზეს ემალება და ჩვენს ზურგს უკან არის ამოფარებული. ცდილობს დაგვემსგავსოს და ნებისმიერ მოძრაობას იმეორებს. თავს არ გვანებებს და სულ უკან დაგვსდევს, არ გვშორდება. სწორედ “ჩრდილები“ გახდა მხატვარ მერაბ სურვილაძის შემოქმედებისთვისაც ინსპირაცია, რომელსაც განსაკუთრებული აღიარება, უჩვეულო და მეტად საინტერესო ხატვის სტილმა მოუტანა. მერაბ სურვილაძის სახელოსნო ბრიუსელის ცენტრში “ბრასსელს არტ ფაქტორიში“ მდებარეობს და უკვე მრავალი წელია, მერაბი ბელგიაში კრეატიული და გამორჩეული მხატვრის სტატუსით სარგებლობს. ხელოვნების სასახლეში მერაბ სურვილაძის პერსონალური გამოფენა-გაყიდვა “ჩრდილები“ გაიხსნა.
Home Uncategorized ბელგიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის, მერაბ სურვილაძის ნამუშევრების გამოფენა – “ჩრდილები”