საქართველოში ხშირად მისტირიან წარსულს, როდესაც ჩვენი წინაპრები უფრო პატრიოტები იყვნენ, ვიდრე დღევანდელი თანამემამულეები. თუმცა ცალსახად ყველაფერს ხაზს ნუ გადავუსვამთ, რადგან ჩვენს თანამედროვეობაშიც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც დროს საკუთარ ქვეყანაზე ზრუნვაში ატარებენ. მაგალითად, როგორიც არის პოეტი ვაჩე რაინდელი, რომელმაც პროექტის “საქართველო საქართველოს გარეთ“ ფარგლებში, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, ქართველი ხელოვანები შეკრიბა და საქველმოქმედო კონცერტი გამართა. საღამოს მიზანი წიგნის გამოცემა გახლდათ, რომელიც ჩვენი ქვეყნის შესახებ იქნება.
Home Uncategorized სად არის კიდევ ერთი საქართველო, საქართველოს გარეთ? – საქველმოქმედო საღამო რუსთაველის თეატრში