ლოს-ანჯელესის “დოლბის“ თეატრში წლის ყველაზე მასშტაბური დაჯილდოების ცერემონია – “ოსკარი“ გაიმართა. ღონისძიება რიგით 88-ე იყო და ის კრის როკს მიჰყავდა. “წლის ფილმი” “ყურადღების ცენტრში” გახდა, “საუკეთესო მსახიობი მამაკაცი” – ლეონარდო დიკაპრიო (“გადარჩენილი), ხოლო “საუკთესო მსახიობი ქალი” – ბრი ლარსონი (“ოთახი“).
გამარჯვებულთა სრული სია ასე გამოიყურება:
წლის ფილმი – “ყურადღების ცენტრში“
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლეონარდო დიკაპრიო (“გადარჩენილი)
საუკთეესო მსახიობი ქალი – ბრი ლარსონი (“ოთახი“)
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალი – ალისია ვიკანდერი, “გოგონა დანიიდან“
საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცი – მარკ რაილენსი, “ჯაშუშთა ხიდი“
საუკეთესო რეჟისორი – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, “გადარჩენილი”
საუკეთესო ანიმაციური ფილმი – “თავდაყირა“
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “ემი“
საუკეთესო ორიგინალური მუსიკა – ენიო მორიკონე, “საძულველი რვა“
საუკეთესო საუნდტრეკი – სემ სმიტი, writings on the wall, “007:სპექტრი”
“შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“, პროექტმა გაიმარჯვა კატეგორიებში: საუკეთესო ტანსაცმლის დიზაინი; საუკეთესო პროდაქშენი; საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი; საუკეთესო მონტაჟი; საუკეთესო მუსიკალური გაფორმება; საუკეთესო მუსიკალური მიქსი.
საუკეთესო უცხოური ფილმი – “საულის შვილი”, უნგრეთი.