კლოუნი ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის გვახალისებს და გვეხმარება კარგი განწყობის შექმნაში. ამჯერად მისი მთავარი დამახასიათებელი აქსესუარი, შეგიძლიათ თქვენც მოირგოთ, შეუერთდეთ red nose day-ს კამპანიას და ქველმოქმედების მონაწილე გახდეთ. საქართველო საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის – Red Nose Day-ს წევრია. ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა დაწესებულებებში, წითელი ცხვირები გაიყიდება, რომლებიც 5 ლარი ეღირება. შეგროვებული თანხით ააშენებენ ან იყიდიან შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი, ტანსაცმელი და ნივთები მათთვის, ვისაც ყიდვის საშუალება არ აქვს.
რა მიზნით გაერთიანდნენ კირა ნაითლი, ჰიუ გრანტი და ქართველი სელებრითები?




