რამდენიმე წლის წინ ქართული პრესის ჯიხურებში, კიდევ ერთი პრიალა ჟურნალი “ნარგისი“ გამოჩნდა და მკითხველის გულის დაპყრობაც იოლად მოახერხა. აზერბაიჯანული ჟურნალი მოდის ტენდენციებს და კულტურულ სიახლეებს აღწერს. ამჯერად მისმა მესვეურებმა მე-8 საგაზაფხულო ნომრის პრეზენტაციაზე მიგვიწვიეს. ლოკაციად კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე შეარჩიეს. პრეზენტაციის დროს ჟურნალსა და მოსწავლე ხალგაზრდობის სასახლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რაც სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის დაგეგმავს ისახავს მიზნად.